16:27 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-31 11:16:59, 373 ნახვა

მსოფლიო
„ჰეზბოლა“ ფუად შუქრის დაღუპვას არ ადასტურებს

"ჰეზბოლა" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერის, ფუად შუქრის დაღუპვას არ ადასტურებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, როგორც "ჰეზბოლა" ამბობს, შუქრი თავდასხმისას შენობაში იმყოფებოდა.

დაჯგუფებაში აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს ნანგრევების გაწმენდა და არის მოლოდინი, დაჯგუფების ლიდერი ცოცხალი იყოს.

შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, დაჯგუფება “ჰეზბოლას“ მეთაური ფუად შუქრი მოკლეს. ბეირუთი ისრაელმა გუშინ, 30 ივლისს დაბომბა.

შუქრი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ჰაჯ მოჰსინი, "ჰეზბოლას" ყველაზე გავლენიანი სამხედრო მეთაური იყო, რომელსაც დაჯგუფების ლიდერის, ჰასან ნასრალას უფროს სამხედრო მრჩევლად, "მარჯვენა ხელად“ იცნობდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
აქციაზე გზის გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics