2024-07-27 12:35:17, 2155 ნახვა
სამხედრო
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მაგისტრატურის პროგრამის კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება გაიმართა
![]() დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა 36-მა მსმენელმა წარმატებით დაასრულა. მაგისტრატურის VI გამოშვების საზეიმო ცერემონია მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. კურსდამთავრებულებს სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ მიულოცა და კარიერულ წინსვლაში წარმატება უსურვა. კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს ასევე, ეროვნული აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ და მაგისტრატურის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი არაბულმა. ღონისძიებაზე აკადემიის მაგისტრატურაში დანერგილი სიახლეც გაჟღერდა. ახალი სასწავლო წლიდან აკადემიის სამაგისტრო პროგრამებზე იმ სამოქალაქო პირებსაც შეეძლებათ სწავლა, რომელთა საქმიანობაც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან არ არის დაკავშირებული. აკადემია მსმენელებს სამ სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს: თავდაცვის ანალიზი, უსაფრთხოების კვლევები და სახელმწიფო რესურსების მართვა.
ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა
რუბიო - მომავალი კვირა უკრაინაში ომის დასრულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება
მიტროპოლიტი იაკობაშვილი - პატიმრები რამ გამოიწვია? იქნებოდა პატიმრები, უაზრო ბრძოლა რომ არ დაგეწყო?
გერმანიაში ქართველი დააკავეს, რომელსაც ტელეფონში ბავშვთა პორნოგრაფიული ვიდეოები ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ბევრი ამერიკელი პრეზიდენტი გააცურა, ტრამპი ყველაზე მეტად
![]() ვატიკანმა პროტოკოლი დაარღვია და ზელენსკის პაპის დაკრძალვაზე პირველი რიგის ადგილი დაუთმო
ომი უკრაინაში![]() ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა
კურსკის ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა: DeepState ბრძოლებზე საუბრობს (რუკა)
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() როგორ აჯარიმებს მოქალაქეებს შსს როგორც სატრანსპორტო საშუალელბას - ანუ რეჟიმის ჩამოშლის ნიშნები
მთავარი თემა
|