|
2024-07-26 15:11:56, 330 ნახვა
პოლიტიკა
ღუდუშაური - როგორც ვაშაძე დაამარცხა ოგბუნუჯუმ - აი, ისე დაამარცხებს ოგბუნუჯუ ზურაბიშვილს
სალომე ზურაბიშვილს რა მხარდაჭერა აქვს, მაგას განახებთ არჩევნებზე როდესაც დააყენებენ. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილთან დატოლება თუ საპირწონედ თითქოსდა წარმოჩინება, ტოლობის ნიშნის დასმა არის არარელევანტური და კომიკურ სიტუაციაში აგდებს მას,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. ღუდუშაურის თქმით, სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში "ნებისმიერი ოპონენტი დაამარცხებს". "სალომე ზურაბიშვილს თუ აქვს სურვილი, რომ პრეზიდენტის პოსტზე იყაროს კენჭი გაერთიანებული ოპოზიციიდან, თუ არ აქვს მნიშვნელობა, საიდან - ნებისმიერი წარმომადგენელი დაამარცხებს. მე გეტყვით, რომ როგორც ვაშაძე დაამარცხა ოგბუნუჯუმ, ხომ გახსოვთ, აი, ისე ოგბუნუჯუსთან დატოლდნენ და დარწმუნებული ვარ, ოგბუნუჯუ დაამარცხებს სალომე ზურაბიშვილს",- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)