|
2024-07-25 16:41:06, 420 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - საქართველო არასდროს შეცვლის კურსს - საზოგადოების განწყობა არის ის, რასაც ჩვენ ვახორციელებთ - ეს არის ევროპული გზა, რაც გვიწერია კონსტიტუციაში
საქართველო არასდროს შეცვლის კურსს იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოების განწყობა არის ის, რასაც ჩვენ ვახორციელებთ და ეს გვიწერია კონსტიტუციაში. ეს არის ევროპული გზა და საქართველოს ხელისუფლება არასდროს შეცვლის ამ კურსს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მდინარაძის თქმით, „თუ ვინმეს უნდა, კურსის ცვლილებაში იგულისხმოს თავდახრილი, ცალ ფეხზე დგომა", „ქართული ოცნება“ ამაზე ვერ „წაჰყვება". „ჩვენს საარჩევნო სლოგანშიც შემთხვევით არ ჩაგვიწერია ეს სიტყვა - მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით მხოლოდ ევროპისკენ. ეს არის ჩვენი პოლიტიკური მრწამსიც და ეს არის ჩვენი მიმართულებაც და თუ ფიქრობთ, რომ ევროპული გზა ომით, უბედურებით, საკუთარი ჯარისკაცების და მოსახლეობის დახოცვის ხარჯზე [უნდა] იყოს, ეს არ იქნება - ერთი და მეორე, ვერც იქნება, სამწუხაროდ. სულ რომ თავი შესწირო ამ იდეას, ეს ევროპასთან არ დაგაახლოებთ, არ გაგიჩნდეთ ამის ილუზია. ეს თან დაგაშორებთ და თან ფიზიკურად განადგურდებით. გავნადგურდებით და ვერც ევროპას დავუახლოვდებით ამით - ეკონომიკურადაც, ფიზიკურადაც. ვიღაც თუ გატყუებთ და გაჯერებთ, რომ ეს ევროპასთან დაგვაახლოებს, ესეც ცალკე ტყუილია და ამიტომ, თავის გაწირვა ტყუილისთვის არ ღირს",- ამბობს მდინარაძე.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)