|
2024-07-25 10:05:55, 350 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - რომ წარმოვიდგინოთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მოსვლა ხელისუფლებაში, დღეებში, საქართველო მეორე ფრონტი გახდება
თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის" მოსვლა ხელისუფლებაში, მაგალითად ნოემბრისთვის, არჩევნების შემდეგ, გარანტიას გაძლევთ, არა თუ 2,3 და 4 თვეში, დღეებში, საქართველო გახდება მეორე ფრონტი, ამის გარანტიას ვიძლევი იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მაქვს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში" განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საზოგადოებამ იცის ინფორმაციის ნახევარზე ბევრად ნაკლები, რადგან ხელისუფლება „ბევრ რამეს უფრთხილდება". „ჩვენ გვიწევს, გავუფრთხილდეთ ბევრ რამეს. სამწუხაროდ, სხვები არ უფრთხილდებიან ბევრ რამეს, მაგრამ ჩვენ გვიწევს, გავუფრთხილდეთ, ამის გამო გარკვეული ინფორმაცია არ გამოგვაქვს საჯაროდ. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხარესაც გვაქვს საპირწონედ სერიოზული პრობლემები, მაინც მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ გარკვეულ მოცემულობებს, ურთიერთობებს და ამის გამო ჩვენ გვიწევს, არ გავასაჯაროოთ გარკვეული ინფორმაცია, მათ შორის გარკვეულ შეხვედრებთან დაკავშირებით",- განაცხადა კობახიძემ. კითხვაზე, გასაჯაროვდება თუ არა ვინაობა, ვისგანაც მოდიოდა განცხადება - „ან იომებთ ან წახვალთ", პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არა. „მთავარი ის არის, ვინ ამბობს. ერთია რას ამბობს, ამაზე, დაახლოებით, გვქონდა საუბარი, მაგრამ ვინ ამბობს, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემის შემცველი ინფორმაცია და ამაზე, რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებთ. რაც შეეხება საფრთხეებს, შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ - თუ თეორიულად ასე შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ პროცესები, ღმერთმა დაგვიფაროს, პრაქტიკულად, ეს ვერ მოხდება, რადგან ქართველი ხალხი პირველ რიგში დგას ამ ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე, მაგრამ თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის" მოსვლა ხელისუფლებაში, მაგალითად ნოემბრისთვის, არჩევნების შემდეგ, გარანტიას გაძლევთ, არა თუ ორ, სამ და ოთხ თვეში, პიარულადაც არ შეფუთავენ ამას, გარანტიას გაძლევთ, რომ დღეებში საქართველო გახდება მეორე ფრონტი. ამის გარანტიას ვიძლევი იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მე მაქვს",- განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)