|
2024-07-25 09:25:04, 431 ნახვა
პოლიტიკა
მეთიუ მილერი - ვაპირებთ, საქართველოს მთავრობა განვსაჯოთ თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო
ნათლად განვაცხადეთ, რომ ვაპირებთ, საქართველოს მთავრობა განვსაჯოთ თავის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მილერის თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილებები დამოკიდებულია ქმედებებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა იღებს. “თქვენ თუ გადახედავთ ჩვენ მიერ განხორციელებულ ქმედებებს, ნათლად განვაცხადეთ, რომ ვაპირებთ, განვსაჯოთ საქართველოს მთავრობა თავის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით და ჩვენი პოლიტიკა დამოკიდებული იქნება მათ ქმედებებზე. თქვენ ნახეთ, რომ სახელმწიფო მდივანმა განაცხადა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ. ნახეთ, რომ მან შემოიღო პირველი შეზღუდვები, პირველი სანქციები საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ. საქართველოსთან ამ ურთიერთობების გადახედვა ახლაც გრძელდება. ჩვენ ყოველთვის ვიმედოვნებთ, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც უკუსვლას იწყებს დემოკრატიული ზომებისკენ ან ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზისკენ, თავის კურსს შეცვლის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ ამ ქვეყნის ხალხი ამბობს, რომ მათ სურთ კურსის შეცვლა. თუმცა, მაშინ, როდესაც ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისინი ცვლილებას განახორციელებენ, ჩვენ ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ვავითარებთ ძალიან რეალური შესაძლებლობის გათვალისწინებით, იმ რეალური შემთხვევებისთვისაც, როდესაც ქვეყნები ამ კურსს არ ცვლიან“, – აღნიშნა მილერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)