|
2016-02-17 16:51:09, 404 ნახვა
პოლიტიკა
ინვესტორთა საბჭო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს დადებითად აფასებს
ინვესტორთა საბჭოს წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, მოგების გადასახადის ესტონური მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებენ და მთავრობას მისი იმპლემენტაციის პროცესში სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. როგორც სხდომაზე აღინიშნა, რეფორმა ხელს შეუწყობს რეინვესტირების ზრდას, წარმოების გაფართოებას და ეკონომიკის განვითარებას. საგადასახადო რეფორმა რევოლუციურად შეაფასა საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ. "მინდა, საქართველოს ბიზნესასოციაციის სახელით სრული მხარდაჭერა გამოგიცხადოთ. მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკურ ზრდას და ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს. დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ბიზნესს გვერდით უდგახართ. ინიცირებული საგადასახადო რეფორმა არ არის პიარი, ეს არის რეალობა, რომელიც მნიშვნელოვანია, ბიზნესმენებმა იცოდნენ. რეფორმის განხორციელების შემდეგ, ჩვენ მივიღებთ ახალ საქართველოს",- განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე. კანონმდებლობაში ცვლილებების ინიცირებულ პაკეტზე საზოგადოებრივი განხილვის მექანიზმის შესახებ ისაუბრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა ჯონ გაბრიელ გოდარდმა, რომელმაც მთავრობასთან კომუნიკაცია დადებითად შეაფასა. ბიზნესთან აქტიური კომუნიკაციისთვის ეკონომიკის სამინისტროს მადლობა გადაუხადა ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს უფროსმა მარიამ მეღვინეთუხუცესმა. ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე ასევე დადებითად შეფასდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმად, საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება მხოლოდ სასამართლოს თანხმობით მოხდება, საგადასახადო შემოწმებას კი მხოლოდ საგადასახადო ორგანო განახორციელებს. საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესების საკითხებთან დაკავშირებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობით, სტრატეგიას შეიმუშავებს. ინვესტორთა საბჭოს წევრები ასევე მიესალმებიან პრემიერ-მინისტრის ინციატივას, მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალური სამსახურის შექმნის შესახებ, რომელიც გააერთიანებს იმ სახელმწიფო სტრუქტურების სერვისებს, რომლითაც ინვესტორები სარგებლობენ. ინვესტორთა საბჭოს წევრებმა აღნიშნულ ინიციატივას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს. მათი შეფასებით, „ერთი სარკმლის პრინციპი" დაზოგავს ინვესტორების დროსა და რესურსს სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობის პროცესში. ინვესტორთა საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდისკენ მიმართულ ღონისძიებებზე. პრემიერ-მინისტრმა ბიზნესის წარმომადგენლებს და ინვესტორთა საბჭოს წევრებს მიმართა, აქტიურად ჩაერთონ საზღვარგარეთ ე.წ „როუდშოუებში", რომლებიც ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაციას ემსახურება. გიორგი კვირიკაშვილმა ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებს შესთავაზა, დაეხმარონ მთავრობას ბიზნესფორუმების მეორე ნაწილის ორგანიზებაში, რომელიც პოტენციური ინვესტორებისთვის კონკრეტული პროექტებისა და ბიზნესგეგმების შეთავაზებას გულისხმობს. „ძალიან მნიშვნელოვანია, პოტენციურ ინვესტორებთან ვისაუბროთ კონკრეტულ პროექტებზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაური პირადად გეგმავს მონაწილეობას საზღვარგარეთ საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაციისკენ მიმართულ ღონისძიებებში. პრემიერ-მინისტრს, EBRD-ის სახელით, მხარდაჭერა გამოუცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში. ბრუნო ბალვანერამ მზადყოფნა გამოთქვა, ამ პროცესში, EBRD-ის წარმომადგენლებთან ერთად, თავადაც ჩაერთოს. საბჭოს სხდომაზე მოისმინეს მოსაზრებები საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის საქართველოს ეკონომიკურ საქმიანობაში აქტიურად ჩართვისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე.
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)