|
2024-07-22 20:52:52, 889 ნახვა
რეგიონი
სოფელი დანდალოს და ცხმორისის სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა როლანდი ბერიძემ, პირველ მოადგილე იმედა ვასაძესთან, ცხმორისის და დანდალოს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან ერთად დასრულებული სპორტული მოედანი დაათვალიერა და პატარა ფეხბურთელებს საჩუქრად ბურთები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ქედის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში სპორტულ მოედნებს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, მოეწყო სექციური ღობე, ხელოვნური საფარი, სანიაღვრე არხი და დამონტაჟდა განათების სისტემა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი განკუთვნილია, როგორც ფეხბურთის ასევე, კალათბურთის სათამაშოდ. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 258 026 ლარი დაიხარჯა. "მიმდინარე წელს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტის ფარგლებში ორი ახალი სპორტული მოედანი შენდება და ოთხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დაბა ქედაში სახოკიას ქუჩაზე და სოფელ ცხემნაში ახალი სპორთული მოედანი და სკვერი შენდება. სოფელი ცხმორისის და სოფელი დანდალოს სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია, ხოლო ამ ეტაპისთვის მიმსდინარეობს სოფელი კოლოტაურის და ზესოფლის სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოწყობილი სპორტული ინფრასტრუქტურა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)