21:12 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-22 14:14:51, 411 ნახვა

მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში გაემგზავრა, სადაც ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს შეხვდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ნეთანიაჰუ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს შეხვდება.

24 ივლისს დაგეგმილია ისრაელის პრემიერის კონგრესში სიტყვით გამოსვლა.

მედიის ცნობით, ნეთანიაჰუ, შესაძლოა, პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპსაც შეხვდეს, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

ვაშინგტონში გამგზავრებამდე მედიასთან საუბრისას ნეთანიაჰუმ შეაფასა ბაიდენის გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ იმის მიუხედავად, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, ისრაელი აშშ-ის მოკავშირედ დარჩება.

„ვგეგმავ, შევხვდე პრეზიდენტ ბაიდენს, რომელსაც ვიცნობ ორმოც წელზე მეტია. ეს იქნება შესაძლებლობა, მადლობა გადავუხადო იმისთვის, რაც გააკეთა ისრაელისთვის ომში, ასევე საჯარო სამსახურში მისი ხანგრძლივი და გამორჩეული კარიერის განმავლობაში, როგორც სენატორმა, ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტმა“,- აღნიშნა ნეთანიაჰუმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის რეჟიმმა გადაწყვიტა, 9 მაისამდე მოსკოვში ყველა მობილური კომუნიკაცია ჩაახშოს
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics