|
2024-07-22 10:39:42, 455 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით ბაიდენის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ
ჩვენ პატივს ვცემთ კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელესკი სოციალურ ქსელში წერს. ზელენსკიმ ბაიდენს უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. "უკრაინასა და მთელ ევროპაში არსებული ვითარება არანაკლები გამოწვევაა და ჩვენ გულწრფელად იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის ძლიერი ხელმძღვანელობა ხელს შეუშლის რუსული ბოროტების წარმატებასა და აგრესიას",- წერს ზელენსკი. შეგახსენებთ, გუშინ, 21 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა და "დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მანვე განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე "დემოკრატების" კანდიდატად მხარს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭერს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)