|
2024-07-19 15:07:24, 426 ნახვა
პოლიტიკა
„საქართველოსთვის“ - „ოცნებამ“ პირველი მოსმენით ზონდერების დაუსჯელობის და პატიმრების მოტყუების უსამართლო აქტი მიიღო
"ოცნებამ" პირველი მოსმენით ზონდერების დაუსჯელობის და პატიმრების მოტყუების უსამართლო აქტი მიიღო,- ასე ეხმაურება პარტია "საქართველოსთვის" პარლამენტის მიერ "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, სახეზეა მმართველი პარტიის "მასშტაბური პოლიტიკური თაღლითობა, რომელიც პარტიული ინტერესით არის ნაკარნახევი". "ამნისტია, რომელიც არ ეფუძნება განმეორებითი დანაშაულის კვლევას, ეხება ზონდერებს და არ ეხება ევროპული მომავლის დასაცავი აქციის მონაწილე დაზარალებულებს, ვერ იქნება სამართლიანი. სახეზეა "ოცნების" მასშტაბური პოლიტიკური თაღლითობა, რომელიც პარტიული ინტერესით არის ნაკარნახევი და არა პატიმრების და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებით. პარტია "გახარია - საქართველოსთვის" გავაკეთებთ ყველაფერს, რომ "ოცნების" ამნისტიის წინასაარჩევნო ზრახვები ფართო საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი. ამასთან, არჩევნების შემდეგ, ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის საფუძველზე, დავაინიცირებთ განმეორებითი დანაშაულის და კრიმინოგენური მდგომარეობის ანალიზზე დაფუძნებულ სამართლიან ამნისტიას, რომელიც მთლიანად საზოგადოების ინტერესშია და არა კონკრეტული პარტიის ინტერესების",- აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, დღეს, 19 ივლისს საქართველოს პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)