|
2024-07-18 10:17:34, 489 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - ოქტომბრის არჩევნებში ივანიშვილის ხელისუფლება პროდასავლური კოალიციური დემოკრატიული ხელისუფლებით ჩანაცვლდება
ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობები არა მხოლოდ წინანდელ ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს, არამედ კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებში "ივანიშვილის ხელისუფლება პროამერიკული, პროდასავლური კოალიციური დემოკრატიული ხელისუფლებით ჩანაცვლდება". “ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცია მილუოკში, "რესპუბლიკური პარტიის" ეროვნულ ყრილობაზე ვიმყოფებით, სადაც დონალდ ტრამპი ოფიციალურად, "რესპუბლიკური პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც საქართველოდან პარტიული წარმომადგენლობით ვიმყოფებით მხოლოდ ჩვენ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-საქართველოს ურთიერთობები არა მხოლოდ წინანდელ ნიშნულს დაუბრუნდეს, არამედ კიდევ უფრო გაღრმავდეს ჩვენი ურთიერთობები“,- განაცხადა ბოკუჩავამ. ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცია ვიზიტით აშშ-ში იმყოფება, სადაც პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, დელეგაციის წევრებთან, კონგრესმენებთან, სენატორებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)