|
2024-07-17 19:46:43, 361 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია ატმის მოსავლის ჩაბარების პროცესს გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ოთარ შამუგია კახეთის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატ დავით სონღულაშვილთან ერთად, ატმის მოსავლის დაბინავების პროცესს ადგილზე გაეცნო. ამის „აქტიურად მიმდინარეობს ატმის მოსავლის დაბინავება-რეალიზაცია. წელს კარგი მოსავალი გვაქვს როგორც რაოდენობით, ასევე ხარისხით. დაახლოებით 12 000 ტონა პროდუქციის ექსპორტი უკვე განხორციელებულია და პროცესი აქტიურ ფაზაშია. ვფიქრობ, წლევანდელი წელი ჩვენი ფერმერებისთვის წარმატებული იქნება. ატმის რეალიზაცია წლების წინ მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. პროექტი, რომელიც ატმის მიმართულებით სახელმწიფოს და კერძო სექტორის მხარდაჭერით განხორციელდა, არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ასეთ გამოწვევებთან გამკლავება; დარგი გახდა წარმატებული და ფერმერებისთვის შემოსავლიანი. წელს, ვფიქრობ, კიდევ უფრო უკეთესი შემოსავლები გვექნება. საექსპორტო კუთხით ფასი გაზრდილია, დაახლოებით, 5-6 %-ით; ფერმერები და, შესაბამისად, ქვეყანაც მიიღებს მეტ სარგებელს“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. მინისტრის განცხადებით, დღეს არსებული შემნახველი მეურნეობები იძლევა შესაძლებლობას, რომ პროდუქცია შენახული იყოს თანამდეროვე სტანდარტებით და შემდგომ ექსპორტზე გაგზავნილი. ატმის წლევანდელი მოსავლით ფერმერები კმაყოფილები არიან, მოსავალი კარგია, რომლის დაბინავების პროცესი, სახელმწიფოს ხელშეწყობით, შეუფერხებლად მიმდინარეობს. "მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, ხელისუფლების პრიორიტეტია ფერმერს დაუბინავებელი პროდუქცია არ დარჩეს, რაშიც სახელმწიფო პროგრამები მნიშვნელოვან როლს ასრულებს. კომპანია „გოლდ კახეთი“ სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარია. კომპანიამ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად 600,000 ლარის ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის, სახელმწიფო თანადაფინანსება 160,000 ლარია, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი 200,000 ლარს შეადგენს. სამაცივრე მეურნეობაში, სადაც 300 ტონა ატმისა და ვაშლატამას დასაწყობებაა შესაძლებელი, სეზონურად 100, ხოლო მუდმივად 5 ადგილობრივია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონზე, კახეთის რეგიონში, ატმის მიღების პროცესში, სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით შექმნილი 40-ზე მეტი სამაცივრე მეურნეობაა ჩართული", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)