|
2024-07-17 17:18:19, 377 ნახვა
საზოგადოება
„წელს, როგორც მოსავლიანობის, ასევე ხარისხის თვალსაზრისით უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს“ - ოთარ შამუგიამ კახეთში მარცვლეულის საშრობი მეურნეობა დაათვალიერა
ფერმერ ნუგზარ ალუღიშვილის მარცვლეულის საშრობი მეურნეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა დაათვალიერეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ფერმერმა 3 300 ტონა წარმადობის მქონე ინფრასტრუქტურის შექმნისათვის შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა, სესხის თანხა 900 000 ლარს აჭარბებს. „სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად მხარში დავუდგეთ ჩვენს ფერმერებს. 300-ზე მეტი შემნახველი მეურნეობა დავაფინანსეთ - მოხდა განახლებაც და ახალი მეურნეობების მშენებლობაც. ფერმერებს, პირველადი პროდუქციის მოყვანის პროცესშიც ვეხმარებით. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით, საბრუნავი სახსრებისთვის, ბანკებიდან საჭირო თანხის აღებას 9 %-ის ფარგლებში საპროცენტო განაკვეთით ვუფინანსებთ. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. ასევე, დაზღვევის კუთხით გავზარდეთ ფართობები და მარცვლეულის მწარმოებელ ფერმერს 100 ჰა-მდე ფართობის დაზღვევა შეუძლია. ყველა ეს მხარდაჭერა ემსახურება მიზანს, რომ ხორბლის მწარმოებლებს ჰქონდეთ საშუალება, გაზარდონ საჰექტარო მოსავლიანობა, რაც პირდაპირ აისახება თვითღირებულებაზე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ უმნიშვნელოვანესია გაიზარდოს ხარისხი. წელს, როგორც მოსავლიანობის, ასევე ხარისხის თვალსაზრისით უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. აღსანიშნავია, რომ მოსავლის აღების პროცესში სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მიერ მობილიზებულია მოსავლის ამღები ტექნიკა, მათ შორის, შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ 30 ერთეული კომბაინი. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, 2024 წლის 12 ივლისის მდგომარეობით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის 16 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 419 შეღავათიანი სესხია გაცემული. მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამით 52 ბენეფიციარს დაუფინანსდა 53 კომბაინის შეძენა, სახელმწიფო თანადაფინანსება 7,4 მლნ ლარია. მარცვლეულის შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების მიზნობრიობით 29,2 მილიონი ლარის 353 სესხია გაცემული, მათ შორის კახეთის რეგიონში 19 მლნ ლარის ღირებულების 313 სესხი.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)