13:36 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-16 21:36:13, 437 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ერთადერთი მიზანი ამოძრავებს „ქართულ ოცნებას“ - მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ, საქართველოს გამარჯვებისთვის

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივნმა კახა კალაძემ, პარტიის ახალი ოფისის გახსნაზე, „ქართული ოცნების“ დაფუძნებელის, ბიძინა ივანიშვილის ის სიტყვები გაიხსენა, რომელიც 2012 წელს წარმოთქვა.

კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მიზნები და ამოცანები უცვლელია - ქვეყნის ინტერესების დაცვა და საქართველოს მომავალი გამარჯვებები.

 

"ჩვენი მიზანია საქართველოს გამარჯვება და არა ვინმეს დამარცხება!“- ეს სიტყვები „ქართული ოცნების“ დაფუძნებელმა მაშინ წარმოსთქვა, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ პირველად შეიტყო „ქართული ოცნების“ შესახებ და ქვეყნის გამარჯვების სურვილით გაერთიანდა ბიძინა ივანიშვილის გუნდის გარშემო.

დღესაც, როდესაც „ქართული ოცნება“ მორიგი არჩევნებისთვის ემზადება და ახალ პარტიულ ოფისს ხსნის, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ერთადერთი მიზანი ამოძრავებს „ქართულ ოცნებას“ - მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ, საქართველოს გამარჯვებისთვის!

„ქართული ოცნება“ არ იბრძვის ვინმეს დასამარცხებლად, ჩვენ ვიბრძვით საქართველოს გამარჯვებისთვის; ევროპული მომავლისთვის; ძლიერი, წარმატებული ქვეყნის აწმყოსა და მისი ხვალინდელი დღისთვის; ჩვენი უნიკალური კულტურის, წეს-ჩვეულებების, ტრადიციების დაცვისა და შენარჩუნებისთვის; ნიჭიერი ახალგაზრდა თაობის ხელშეწყობისა და მათი შესაძლებლობების განვითარებისთვის; ეკონომიკური წინსვლისთვის; საქართველოს გაერთიანებისთვის!“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 
 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
ივანიშვილს წარმომადგენელი პაპუაშვილი საერთაშორისო გამჭირვალობას ემუქრება
ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწერა – გიორგი რომელაშვილი
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics