23:59 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-15 20:16:04, 664 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის მიერ საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის დარღვევის საქმის განხილვა შეაჩერა

ფლორიდის მოსამართლემ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ  საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვის საქმის წარმოება შეაჩერა. ​ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მოსამართლე აილინ ქენონმა განაცხადა, რომ სპეციალური პროკურორი ჯეკ სმიტი, რომელიც ბრალდების მხარეს წარმოადგენდა, უკანონოდ იყო დანიშნული ამ თანამდებობაზე და მას არ ჰქონდა უფლებამოსილება, საქმე აღეძრა.

აღნიშნულ საქმეზე დონალდ ტრამპს ბრალი 40 მუხლით ჰქონდა წაყენებული.

შეგახსენებთ, წაყენებული ბრალდების მიხედვით, თეთრი სახლის დატოვების შემდეგ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საიდუმლო სამთავრობო დოკუმენტებს ინახავდა და ხელს უშლიდა გამოძიებას.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics