|
2024-07-15 12:01:22, 468 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - არჩევანი მარტივია - ერთ მხარეს არის მშვიდობა და მეორე მხარეს აგენტურა, მოღალატეები, მტრები და მოძალადეები
ჩვენს არჩევნებს რაც შეეხება, იქნება ძალიან რთული არჩევნები, ყველაფერზე წამსვლელები არიან, ამიტომ, მაქსიმალური მობილიზაცია და ყურადღებაა საჭირო, რომ არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა. თბილისის მერის თქმით, აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოება მარტივ და სწორ არჩევანს გააკეთებს. „თავდასხმას რაც შეეხება [დონალდ ტრამპზე თავდასხმა], სრული კატასტროფაა, რაც ვიხილეთ, საარჩევნო კამპანიის დროს იყო მცდელობა, პრეზიდენტობის კანდიდატის, ყოფილი პრეზიდენტის ლიკვიდაციის. ძალიან მძიმე ფაქტია. ჩვენს არჩევნებს რაც შეეხება, ჩვენ ვიცით, რა ძალასთან გვაქვს საქმე და ვინ არიან ეს ადამიანები, რას წარმოადგენენ, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ყველა სიბინძურე და ბოროტება შეიძლება იკადრონ. ძალიან მარტივად არის ყველაფერი. ერთი, გვყავს ქვეყანაში მოღალატეები, აგენტები, აგენტურა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომელიც იმართება უცხო ძალებისგან, პირდაპირ, რასაც ავალებენ, ქვეყნის საწინააღმდეგოც რომ იყოს, საერთოდ პრობლემა არ აქვთ, ყველაფრის გამკეთებლები არიან და ყველაფრის შემსრულებელები არიან და ეს ადამიანები არიან მომხრე იმისი, რომ ქვეყანაში იყოს მეორე ფრონტი. ჩვენ ხომ გვახსოვს განცხადებები არასამთავრობო სექტორის მხრიდან, გვირჩევნია, პრემიერ-მინისტრის ამ განცხადების მოსმენას, ბომბები ცვიოდეს ქვეყანაშიო. წარმოიდგინეთ, რა ტიპის და რა მსოფლმხედველობის ადამიანებთან გვაქვს საქმე. შესაბამისად, საზოგადოება, ჩვენ, ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი გააკეთებს სწორ არჩევანს. დღეს ყველაზე მარტივი არჩევანი არის გასაკეთებელი - ერთ მხარეს არის მშვიდობა, სიმშვიდე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა და განვითარება და მეორე მხარეს არის აგენტურა, მოღალატეები, ქვეყნის მტრები და ბოროტები, მოძალადეები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კობახიძე: ნიშვნელოვანია, დაუსჯელი არ დარჩეს ძალის გადამეტების არც ერთი შემთხვევა - გუშინდელი დაკავებაც ამის დასტურია
ზურაბ ჯაფარიძე: ხელისუფლებამ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა მოაწყო აშშ-ის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)