14:39 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-13 18:45:52, 689 ნახვა

პოლიტიკა
ხვიჩია - უზრა ზეიამ ის პრობლემები დაასახელა, რაც ჩვენ ისედაც ვიცით

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია მხოლოდ ქალ დეპუტატებს შეხვდა, რაც უცნაურია, რადგან მისი დასახელებული პრობლემები თუ არსებობს ქვეყანაში, სქესის მიხედვით შეხვედრა არაფერ შუაშია პოლიტიკოსებთან, – ამის შესახებ “გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი შეფასებით, სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ის პრობლემები დაასახელა, რაც ისედაც ვიცით.

“მე არ მიმიღია მის ვიზიტში მონაწილეობა. როგორც ჩემთვის ცნობილია, მხოლოდ ქალ დეპუტატებს შეხვდა, რაც, რბილად რომ ვთქვათ, ჩემთვის ცოტა უცნაურია, რადგან ის პრობლემები თუ არსებობს, რაც მან თქვა საქართველოსთან მიმართებით, მაშინ სქესის მიხედვით შეხვედრა არაფერ შუაშია პოლიტიკოსებთან.

 ეს ნამდვილად იყო ისეთი უცნაურობა, რომლის გამოც ამაზე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვინაიდან ახსნა არ მაქვს. არ ვიცი, დანარჩენთან დაკავშირებით რამდენად ზუსტად არის ყველაფერი.

მან ის პრობლემები დაასახელა, რაც ჩვენ ისედაც ვიცით. ვიცით ქვეყნის პოლიტიკური კურსის ცვლილების შესახებ, რომ “ქართულ ოცნებას“ მეგობრების დაკარგვა არაფრად მიაჩნია.

მთავარი ხომ გამოსავალია და ვერ გეტყვით, ზოგადად, გამოსავლის ძიების ნაწილში ეს ვიზიტი რამდენად იქნება ეფექტური“, – აღნიშნა  იაგო ხვიჩიამ, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ნიშვნელოვანია, დაუსჯელი არ დარჩეს ძალის გადამეტების არც ერთი შემთხვევა - გუშინდელი დაკავებაც ამის დასტურია
ზურაბ ჯაფარიძე: ხელისუფლებამ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა მოაწყო აშშ-ის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics