|
2024-07-12 10:24:31, 636 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ სტარტაპერებისთვის ახალ კამპანიას იწყებს
“საკმარისია ხედავდე იდეას” - ეს არის "თიბისის" მთავარი გზავნილი იმ ადამიანებისთვის, ვისაც ინოვაციური იდეა აქვს და ფინანსურ მხარდაჭერას ეძებს. თუ გაქვს ინოვაციური იდეა, რომლის მომგებიან ბიზნესად გადაქცევაში ფინანსური რესურსი გჭირდება, "თიბისის" ახალი კამპანია შენთვისაა, რადგან "თიბისი" ინოვაციურ სტარტაპ იდეებს აფინანსებს. კამპანიის ფარგლებში გაიცემა სესხი ინოვაციური სტარტაპებისთვის, რომელიც არ საჭიროებს ქონებრივ უზრუნველყოფას და დიდ გამოცდილებას. მთავარი კრიტერიუმი სესხის მისაღებად არის იდეა. "თიბისიმ" ინვაციური სტარტაპ იდეების დაფინანსება ერთი წლის წინ დაიწო და პროგრამის ფარგლებში არა ერთი სტარტაპერი დაფინანსდა. “წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად არ არის საჭირო დიდი გამოცდილება ბიზნეს სფეროში, წარმატება იწყება ინოვაციური იდეით და ჩვენც ამ პროდუქტით ვცდილობთ ინოვაციურ სტარტაპერებს გავუმარტივოთ და გავაბედინოთ თავიანთი იდეების რეალიზება. სიტყვა ინოვაციურმა არ შეგაშინოთ, აუცილებელი არ არის ახალი ველოსიპედის გამოგონება. ჩვენ შევარჩევთ ისეთ იდეებს, რომლებიც მომხმარებლის პრობლემას ჭრის ინოვაციური კუთხით - იქნება ეს ახალი მიდგომა, კონცეფცია თუ ტექნოლოგია. ამ პრობლემის გადაჭრის არსებული გზები უნდა შეიცვალოს, ან უნდა შემცირდეს დრო, რომელიც საჭიროა პრობლემის მოსაგვარებლად, ან ამარტივებდეს პროცესს, ან ქმნიდეს ახალ და უკეთეს სამომხმარებლო გამოცდილებას. ერთი სიტყვით, იდეა, რომელიც ჩვენგან მხარდაჭერას მიიღებს, უნდა პასუხობდეს მომხმარებლის საჭიროებებს“,- ამბობს "თიბისის" სტარტაპერის წარმომადგენელი. გარდა ამ კრიტერიუმებისა, მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე არსებობდეს ბიზნეს იდეს განვითარების პოტენციალი, მოდიოდეს მოთხოვნა მომხმარებლიდან და სამიზნე სეგმენტი იყოს საკმარისი ზომის და ზრდადი. არანაკლებ მნიშვნელოვანია იდეის გრძელვადიანი კონკურენტული უპირატესობა - ეს შეიძლება იყოს ინტელექტუალური საკუთრება, ტექნოლოგია, ექსკლუზიური პარტნიორობა და აშ. რაღაც ელემენტი, რომელსაც მარტივად ვერ გადაიღებენ კონკურენტებისთვის. კიდევ ერთი დამატებითი უპირატესობა მასშტაბია, ამიტომ სტარტაპ იდეის დამუშავებისას, იფიქრე, შეძლებს თუ არა ეს იდეა განვითარებას და ექსპორტზე გასვლას.
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
ცხინვალის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა.
ბოჭორიშვილი - საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია მთელი რეგიონისთვის უსაფრთხოების გამოწვევას წარმოადგენს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)