|
2024-07-11 14:34:56, 505 ნახვა
პოლიტიკა
ნაცვლიშვილი - ხელისუფლებამ, რომელიც ემსახურება რუსეთს, ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის საკითხის შეჩერება მოახერხა
საქართველო გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. ესაა ჩანაწერი, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების და ქვეყნის სტაბილური განვითარების გარანტია იყო და ასე უნდა დარჩეს, თუმცა დღეს მიღებულ კომუნიკეში ეს ასე აღარ წერია,- ამის შესახებ "ლელოს" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. როგორც ნაცვლიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, "ხელისუფლებამ, რომელიც ემსახურება რუსეთს, ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის საკითხის შეჩერება მოახერხა", რაც მისივე თქმით, "რუსული კანონის" და "რუსული პოლიტიკის" შედეგია. "ხელისუფლებამ, რომელიც ემსახურება რუსეთს, მოახერხა ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის საკითხის შეჩერება. ეს არის "რუსული კანონის" და რუსული პოლიტიკის შედეგი. დღეს დამდგარი შედეგი ადასტურებს, რომ ხელისუფლება ეწევა საქართველოს საბოტაჟს. "ქართული ოცნება" ემსახურება რუსეთს, მისი მთვარი პატრონი ზის კრემლში. კარგი ამბავი კი ისაა, რომ ამ ყველაფრის დასრულებამდე 3 თვე არის დარჩენილი. ჩვენ ვიბრძოდით "რუსული კანონის" წინააღდეგ და ვიბრძვით რუსული ხელისუფლების წინააღდეგ. ბრძოლა რუსულ პოლიტიკასთან გრძელდება და გამარჯვებით დასრულდება. მინდა, მივმართო ყველა იმ საჯარო მოხელეს, ყველა იმ სამხედროს, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა და უზარმაზარი შრომა აქვთ ჩადებული ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის საქმეში - ახლა თითოეული თქვენი კომუნიკაცია ჩვენი ქვეყნის პარტნიორებთან და მოკავშირეებთან არის მნიშვნელოვანი. ჩვენი მხრივ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვაჩვენოთ ერთსულოვნება და გავაძლიეროთ ქვეყნის ატლანტიკური კურსი. საქართველოს რუსული ხელისუფლება 26 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ. "ლელო" ემსახურება ქართველ ხალხს, ჩვენ ვართ აქტიურ კომუნიკაციაში ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, რათა აღარასდროს დადგეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია კითხვის ნიშნის ქვეშ. საქართველო გახდება ნატოს წევრი და ამას ბიძინა ივანიშვილი და ვლადიმერ პუტინი წინ ვერ აღუდგებიან",- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რეჟიმის მიერ გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის დაკავებულ ძალოვანებს ბრალდება წარედგინათ
გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის ციხეს სექტემბერში დატოვებს
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)