15:39 - 08 May, 2026
|
2024-07-11 12:30:04, 460 ნახვა
პოლიტიკა
კოფი - მთელი მძიმე შრომა, 2008 წლის ბუქარესტის შემდეგ, „რუსული კანონის“ წყალობით წყალში ჩაიყარა
ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი ნატოს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციას ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს ნატოს მისწრაფებების ნებისმიერი ხსენება დეკლარაციიდან ამოღებულია. როგორც კოფი X-ზე წერს, "ეს ნათელი, ტრაგიკული და უდაო მტკიცებულებაა იმისა, რომ "ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროატლანტიკური გზა შეაფერხა". "სამიტის დეკლარაციადან ამოღებულია ნებისმიერი ხსენება საქართველოს ნატოს მისწრაფებაზე. მთელი მძიმე შრომა, 2008 წლის ბუქარესტის შემდეგ, "რუსული კანონის" წყალობით წყალში ჩაიყარა“,- წერს კოფი. შეგახსენებთ, ნატოს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში რუსეთს მოუწოდებენ, მოლდოვიდან და საქართველოდან თავისი ძალები გაიყვანოს. დეკლარაციაში საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხზე არაფერია ნათქვამი.
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რეჟიმის მიერ გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის დაკავებულ ძალოვანებს ბრალდება წარედგინათ
გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის ციხეს სექტემბერში დატოვებს
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)