16:50 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-11 11:35:14, 1033 ნახვა

პოლიტიკა
ნატოს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია - მოვუწოდებთ რუსეთს, მოლდოვიდან და საქართველოდან თავისი ძალები გაიყვანოს

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ განლაგებულია მათი თანხმობის გარეშე,- ამის შესახებ ნათქვამია ნატოს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთს ეკისრება ერთპიროვნული პასუხისმგებლობა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომზე, რაც საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდების აშკარა დარღვევაა.

"რუსეთი არის პასუხისმგებელი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილზე. ჩვენ მაქსიმალურად მკაცრად ვგმობთ რუსეთის საზარელ თავდასხმებს უკრაინელ ხალხზე, მათ შორის საავადმყოფოებზე, 8 ივლისს. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს ეს ომი და მთლიანად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ძალები უკრაინიდან გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციების შესაბამისად.

ჩვენ არასდროს ვაღიარებთ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის უკანონო ანექსიას. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ განლაგებულია მათი თანხმობის გარეშე",- აღნიშნულია დეკლარაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics