16:35 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-10 21:02:38, 546 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოში ვიზიტით ჩამოვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია 9-17 ივლისს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამი, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიზიტისას განიხილავს დემოკრატიული მმართველობის, კორუფციასთან ბრძოლის, მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე მარგინალიზებული და დაუცველი ჯგუფების ჩართულობის საკითხებს.

„საქართველოში ვიზიტისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეხვდება მთავრობის, სამოქალქო სექტორის, მედიის და პარლამენტის წარმომადგენლებს, რათა ხაზი გაუსვას აშშ-ის სერიოზულ შეშფოთებას „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონსა და სხვა არალიბერალურ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ისევე როგორც საქართველოს მთავრობის დამაზიანებელ რიტორიკასთან დაკავშირებით, რომელმაც საფრთხის წინაშე დააყენა საქართველოს ევროატლანტიკური გეზი.

მკაფიოდ განაცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის არადემოკრატიულმა ქცევამ და აშშ-ის შესახებ გავრცელებულმა დეზინფორმაციამ დააზიანა აშშ-ისა და საქართველოს დიდხნიანი ურთიერთობები. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ასევე, ხაზს გაუსვამს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საქართველოს ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ერთგულების მიმართ და საქართველოსთან 32-წლიანი პარტნიორობის პერიოდში საქართველოსთვის გაწეულ მხარდაჭერას. ამას გარდა, ის კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, აქტიური სამოქალაქო სექტორის, ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის გაზრდის, მარგინალიზებული ჯგუფების წევრთა დაცვისა და ყველა ქართველის უფლებების დაცვის მნიშვნელობას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ასევე, ვიზიტით ეწვევა რუსეთის მიერ საქართველოს განგრძობადი ოკუპაციის შედეგად იძულებით გადაადგილებული ქალების მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics