|
2024-07-10 12:35:21, 534 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე - კიდევ აქვს ვინმეს კითხვები, სად მიჰყავს ბიძინას საქართველო? - 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა გაიმარჯვოს
კიდევ აქვს ვინმეს კითხვები, სად მიჰყავს ბიძინას საქართველო? - ასე ეხმაურება პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და გერმანიის გადაწყვეტილებებს. როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა "რუსულ პოლიტიკაზე" უნდა გაიმარჯვოს. "ამერიკელებთან ერთად სამხედრო წვრთნების გაუქმება; ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება ჩვენი ჯარისთვის; ევროკავშირის ელჩის განცხადება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებასთან დაკავშირებით; გერმანიის გადაწყვეტილება, აღარ დააფინანსოს პროექტები საქართველოში - ეს ბოლო სამი დღის ამბებია... კიდევ აქვს ვინმეს კითხვები, სად მიჰყავს ბიძინას საქართველო? 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა გაიმარჯვოს რუსულ პოლიტიკაზე საქართველოში. ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია, ჩვენი ადგილი ევროპაშია. ქართველი ხალხის გამარჯვება ახლოსაა!" - წერს ხაზარაძე "ფეისბუქის" გვერდზე. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მრავალეროვნული სამხედრო წვრთნა - "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო. პენტაგონმა 5 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, რომ აღნიშნული განპირობებულია "საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ, რომ თითქოს აშშ-ს საქართველოში გადატრიალება ან მეორე ფრონტის გახსნა სურს". გუშინ, 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. მისივე თქმით, EU-ის ლიდერებმა გადაწყვიტეს, გაყინონ 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვაც თავდაცვის სამინისტროსთვის იგეგმებოდა. დღეს, 10 ივლისს საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ "გერმანიის მხრიდან საქართველოს წინაშე ახალი ფინანსური ვალდებულებები აღარ იქნება".
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)