04:20 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-05 11:01:26, 408 ნახვა

მსოფლიო
ირანში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

ირანში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 18:00 საათზე დაიხურება. 

როგორც Reuters-ი წერს, საბოლოო შედეგი ხვალ, შაბათს გახდება ცნობილი, თუმცა პირველადი მონაცემები, შესაძლოა, უფრო ადრე გამოცხადდეს.

შეგახსენებთ, ირანში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ დაინიშნა, რაც პირველ ტურში, რომელიც 28 ივნისს გაიმართა, ვერცერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მოიპოვა. 4 კანდიდატიდან მეორე ტურში 2 - მასუდ პეზეშკიანი და საიდ ჯალილი გადავიდნენ.

აღსანიშნავია, რომ ირანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics