|
2024-07-03 17:24:26, 399 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ძალიან მძიმე დეკლარაცია, რომელსაც „ოცნების“ წევრებმა მხარი არ დაუჭირეს
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ძალიან მძიმე დეკლარაცია, რომელსაც "ქართული ოცნების" წევრებმა მხარი არ დაუჭირეს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, დეკლარაციაში საუბარია დეოკუპაციაზე, "რუსულ კანონსა" და ხელისუფლების "ანტიდემოკრატიულ, ანტიევროპულ ნაბიჯებზე". "დეზინფორმაციის და პროპაგანდისტული არხების გამოყენებით, ივანიშვილის პარტიის წევრები აგრძელებენ ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ მოქმედებებს, მათ შორის აქ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში. რეალობა არის შემდეგი, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ბუქარესტში მიიღო ძალიან მძიმე დეკლარაცია, სადაც ერთის მხრივ, საუბარია დეოკუპაციაზე, მაგრამ ასევე საუბარია რუსულ კანონზე, ანტიდემოკრატიულ და ანტიევროპულ ნაბიჯებზე, რომელსაც ივანიშვილი დგამს. სწორედ ამ ჩანაწერის გამო, არ დაუჭირეს მხარი ივანიშვილის წევრებმა აღნიშნულ დეკლარაციას",- აცხადებს ბოკუჩავა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)