|
2024-07-03 14:51:06, 460 ნახვა
საზოგადოება
„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ - პარლამენტში კიდევ ერთი საშიში გარიგება შედგა, საქართველომ უნდა გაზარდოს მეტი ჩემპიონი და არა მოწევაზე დამოკიდებული თაობები
სანამ მთელი ქვეყანა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ქომაგობდა, პარლამენტში საზოგადოების ჯანმრთელობისთვის საზიანო, კიდევ ერთი გარიგება შედგა,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ ავრცელებს. ალიანსის ცნობით, 74 ხმით მხარი დაუჭირეს თამბაქოს ინდუსტრიის კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივას და ცვლილებათა პროექტი ორ დღეში სამი მოსმენით მიიღეს - პროექტის თანახმად, რეგულაცია თამბაქოს ნაწარმით სადა შეფუთვით ვაჭრობის შესახებ უკვე მეოთხედ გადავადდება და 2024 წლის 31 ივლისის ნაცვლად, მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება. "ამასთან, დაიშვება წარწერების დატანა ფილტრიან, უფილტრო სიგარეტზე, პაპიროსზე, სიგარასა და სიგარელაზე, რაც სადა შეფუთვის არსს ეწინააღმდეგება და საფრთხეა მოზარდებისა და ახალგაზრდობისთვის. მათთვის ამოცნობადი და მიმზიდველი არ უნდა იყოს თამბაქოს არცერთი პროდუქტი. სამწუხაროდ, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო კორუფციული გარიგებების გამო სულ უფრო ქარვასლას ემსგავსება, სადაც შეგიძლია ყველაფერზე ივაჭრო. ამიტომაც თამბაქოს ლობისტების მოთხოვნით, გასახურებელი თამბაქოს მსგავსად, შემზღუდველი რეგულაციები უნდა მოიხსნას დასაღეჭ, შესასუნთქი თამბაქოს, სიგარის, ნიკოტინის შემცველი სხვა პროდუქტების შეფუთვაზეც, რაც კონკრეტული თამბაქოს კომპანიის კონკრეტული ბრენდის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და უბიძგებს ბავშვებსა და ახალაგზრდებს დაიწყონ სწორედ იმ პროდუქტების მოხმარება, რომელიც მარკეტინგულად უფრო მიმზიდველი იქნება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2024 წლის ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში თამბაქოს მოხმარების შემცირების მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად,ბაზარზე თამბაქოს ახალი პროდუქტების გამოჩენა საფრთხეს უქმნის ბავშვებსა და ახალგაზრდებს. 16 წლის ასაკობრივ ჯგუფში 10-დან ერთი ბავშვი მწეველია. კატასტროფულად იზრდება და ეპიდემიის სახე მიეცა ელ. სიგარეტის/ვეიპებისა და გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის გამოყენებას მოზარდებში. ზოგადად მოსახლეობაში 18-დან 68 წლის ასაკობრივ ჯგუფში დაახლოებით 28% მწეველია, რაც იწვევს უდიდეს ფინანსურ დანახარჯს და დიდი დანაკარგია სოციალურად და კლინიკური ჯანმრთელობის კუთხით. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებში მომავალ თაობას ქომაგი აღარ ჰყავს. ამ მხრივ ბოლო წლებია აღარ ისმის ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციაც და შემაშფოთებელია პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის არამხოლოდ უმოქმედობა, თამბაქოს ინდუსტრიის წინადადებების პირდაპირი მხარადჭერა, რაც ეწინააღმდეგება, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციას და თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობას და სამედიცინო პერსონალის ეთიკის კოდექსს. სამწუხაროა, რომ თამბაქოს კონტროლის რეფორმების და კანონმდებლობის გაძლიერების ნაცვლად, პარლამენტი ხელს უწყობს დაიშალოს კანონი, რომელმაც მომდევნო 15 წლის განმავლობაში ქვეყანას თავიდან უნდა ააცილოს ათასობით მოქალაქის გარდაცვალება და მნიშვნელოვნად შეამციროს თამბაქოსთან ასოცირებული მთლიანი ეკონომიკური ხარჯები. საქართველომ მეტი ჩემპიონი უნდა გაზარდოს და არა მოწევაზე დამოკიდებული მომავალი თაობები.
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)