|
2016-02-16 15:40:01, 480 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია შშმ პირთა დღის ცენტრების თანადაფინანსებას იწყებს
თბილისის მერია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრების 18 წელზე მეტი ასაკის მქონე ბენეფიციარებს დააფინანსებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა და თბილისის შშმ პირთა 10 დღის ცენტრის ხელმძღვანელმა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. გელა ჩივიაშვილის განცხადებით, თებერვლიდან თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციისა და მათი მხარდაჭერის მიზნით, 120 ბენეფიციარის დღის ცენტრებით სარგებლობას ვაუჩერული ფორმით დაფინანსებას გააგრძელებს. პროექტის დასაფინანსებლად, შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის პროგრამიდან ყოველთვიურად 5 500 ლარი გამოიყოფა. როგორც მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე აღინიშნა, შშმ პირთა დღის ცენტრების სახელმწიფო ქვეპროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრო 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარებს 100%-ით, ხოლო 18 წლის ზევით, დიფერენცირებულად აფინანსებს. კერძოდ, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პირები 100%-იან დაფინანსებას იღებენ, ხოლო სხვა დანარჩენი პირები - 75%-ს. დარჩენილ 25%-ს თბილისის მერია დაფარავს. დღის ცენტრების ხელმძღვანელთა განცხადებით, ოჯახების სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, თანხის დარჩენილი ნაწილის გადახდა პრობლემას წარმოადგენდა და ვერ ხერხდებოდა ბენეფიციარების სრულყოფილი სერვისით უზრუნველყოფა. ამდენად, მათივე განცხადებით, მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია დღის ცენტრების ბენეფიციართა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებისა და კულტურულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში მათი ჩართვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)