16:20 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-30 11:19:02, 361 ნახვა

საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე: ჩვენს ნაკრებს დამატებითი სტიმული მიეცემა იმ საჩუქრით და იმ მხარდაჭერით, რომელიც ფონდმა ,,ქართუმ" და მისმა დამფუძნებელმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს ნაკრების წევრებს ისტორიული გამარჯვებისთვის მადლობა გადაუხადა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, წლების განმავლობაში ხელისუფლების პოლიტიკამ, რომელიც მხარს უჭერდა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, შედეგი გამოიღო და ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესოდ წარმოაჩინა ქვეყანაც და საკუთარი შესაძლებლობებიც. მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ მხარდაჭერაზეც.

„კიდევ ერთხელ მსურს ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ერთიანია, ამაყია, ძლიერია თითოეული ქართველი. ეს იყო ნამდვილად ისტორიული გამარჯვება, რომელსაც მივაღწიეთ 26-ში. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ეს არის ძალიან ბევრი წლის შრომის შედეგი, ეს არის მათ შორის მთავრობის დამსახურება.

წლების განმავლობაში ხდებოდა ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა, სპორტსმენების მაქსიმალური მხარდაჭერა, მაქსიმალურად მოხერხდა, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან გამიჯნულიყო და სპორტსმენებს საშუალება ჰქონოდათ ეკეთებინათ მათი საქმე და, რა თქმა უნდა სპორტის  და ფეხბურთის ნამდვილი ქომაგობის მაგალითია ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც უკვე 2 ათწლეულია ძალიან ბევრი საქველმოქმედო საქმე გააკეთა. მათ შორის სპორტის მიმართულება იყო ერთ-ერთი პრიორიტეტი. შედეგებს,  რომელსაც ჩვენ ვხედავთ რაგბიში, კალათბურთში, ფეხბურთში - სწორედ ამ ქველმოქმედების და მხარდაჭერის შედეგია. ჩვენს ნაკრებს დამატებითი სტიმული მიეცემა იმ საჩუქრით და იმ მხარდაჭერით, რომელიც ფონდმა ,,ქართუმ" და მისმა დამფუძნებელმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა. ეს იქნება შემდგომი გამარჯვებების საწინდარი და წინაპირობა" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.   





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics