06:42 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-28 16:17:32, 349 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი - ბაიდენისა და ტრამპის დებატების საყურებლად პუტინს მაღვიძარა არ დაუყენებია

პუტინს ბაიდენისა და ტრამპის დებატების საყურებლად, მაღვიძარა არ დაუყენებია,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, რუსეთში აშშ-ს შიდა პოლიტიკაზე კომენტარს არ გააკეთებენ, რადგან ქვეყანაში უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატების დებატები.

„არ მგონია, ელოდებოდეთ, რომ რუსეთის პრეზიდენტს შეეძლო მაღვიძარა დაეყენებინა, გაეღვიძა გამთენიისას და შეერთებული შტატების დებატებისთვის ეყურებინა? ბევრი საკითხი გვაქვს, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის  არის ნამდვილად მნიშვნელოვანი და ჩვენთვის არის აქტუალური. ეს ის საკითხებია, რომლებითაც ჩვენი პრეზიდენტი არის დაკავებული. აშშ-ში დებატები ჩვენი დღის წესრიგის მთავარი საკითხი არ არის“, - განაცხადა პესკოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics