|
2024-06-28 12:36:25, 304 ნახვა
საზოგადოება
ცესკოს წარმომადგენლებმა დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საერთაშორისო ექსპერტთან ერთად იმსჯელეს
საარჩევნო კომისიის (ცესკო) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრაში სახელწოდებით - „არჩევნებში ტექნოლოგიების გამოყენების დროს დეზინფორმაცია და მისი მართვა“ მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრაზე კარგი პრაქტიკისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით, ჩილეს საარჩევნო ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარენ აჰუეს ეჩევერია, საერთაშორისო ექსპერტის რანგში, იყო მიწვეული. კარენ აჰუეს ეჩევერიამ მონაწილეებს საკუთარი ექსპერტული ცოდნა და რეკომენდაციები ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე გააცნო, როგორიც არის დეზინფორმაცია და მასთან გამკლავების ეფექტური მექანიზმები. როგორც მან შეხვედრის მიმდინარეობისას აღნიშნა, დეზინფორმაცია 21-ე საუკუნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, სწორედ ამ მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან კარგი პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. „ამ შეხვედრის განმავლობაში მე დავინახე როგორ უმკლავდება საარჩევნო ადმინისტრაცია სხვადასხვა გამოწვევებს და რა მიღწევები აქვთ ამ მიმართულებით. ვფიქრობ, საქმე რომელსაც ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების გუნდი აკეთებს, ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ძალიან სწორი მიმართულებით მიდიან მათ შორის დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით. ჩილეს და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს მსგავსი გამოწვევები და ამ შეხვედრაზე სწორედ ამ გამოწვევებთან გამკლავების ჩვენ გამოცდილებაზე და მიღწევებზე ვისაუბრე. განვიხილეთ რამდენად შესაძლებელია ჩვენი წარმატებული პრაქტიკის საქართველოში ადაპტირება“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ კარენ აჰუეს ეჩევერიამ. თავის მხრივ, დეზინფორმაციასა და მის გავლენაზე, დეზინფორმაციასთან დაკავშირებული გამოწვევებსა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებაზე ვრცლად ისაუბრეს სტრატეგიული კომუნიკაციების საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების წარმომადგენლებმაც. სამუშაო შეხვედრების დასრულების შემდეგ კარენ აჰუეს ეჩევერია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. „სამუშაო შეხვედრების ფარგლებში ჩილეს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ჩვენ თანამშრომლებს გაუზიარა მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ მექანიზმებისა და ინსტრუმენტების შესახებ, რომლებსაც ჩილეს საარჩევნო ადმინისტრაცია ერთის მხრივ დეზინფორმაციასთან ბრძოლის, მეორეს მხრივ კი ამომრჩეველთა ინფორმირების კუთხით იყენებს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა რომლის შედეგებიც განვიხილე მასთან შეხვედრისას. ასევე ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებში ამ მიმართულებით არსებულ გამოცდილებაზე და იმ ეფექტური მექანიზმების დანერგვაზე, რომლის მეშვეობით ამომრჩევლები მიიღებენ ზუსტ და ვერიფიცირებულ ინფორმაციას“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. ჩილეს საარჩევნო ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ცესკოს წარმომადგენლებთან შეხვედრები 22-25 ივნისს გამართა. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)