|
2024-06-27 17:45:26, 451 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკი - ყველა ქვეყანა, რომელიც იზიარებს საერთო ღირებულებებს, უნდა იყოს ევროპული ოჯახის წევრი - ეს ეხება უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს
ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც იზიარებს საერთო ევროპულ ღირებულებებს, უნდა იყოს ევროპული ოჯახის წევრი. ეს ეხება უკრაინას, მოლდოვას, ბალკანეთს, საქართველოს მოსახლეობას,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც ზელენსკიმ ევროკავშირის სამიტზე აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ "საქართველოს დროც დადგება". "ევროკავშირმა უკრაინისთვის მოლაპარაკებების ჩარჩო დაამტკიცა და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყო. მადლობა ამისთვის. ევროპის ისტორიული არჩევანია და მე დარწმუნებული ვარ, ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც იზიარებს საერთო ევროპულ ღირებულებებს, უნდა იყოს ევროპული ოჯახის წევრი. ეს ეხება უკრაინას, მოლდოვას, ბალკანეთს, საქართველოს მოსახლეობას. დარწმუნებული ვარ, დადგება საქართველოს დროც. ასევე დარწმუნებული ვარ, იქნება გადაწყვეტილებები ბელარუსთან დაკავშირებითაც, რადგან ბელარუსები, ასევე ევროპული ერია, რომელიც მომავალში ერთიან ევროპაში უნდა იყოს",- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)