|
2024-06-27 12:15:15, 491 ნახვა
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და იმერეთში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისში, მოქალაქეს არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საცხოვრებელი სახლის სარდაფში ჰქონდა დამონტაჟებული. "სახერხი საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული, წიწვოვანი სახეობის, 12 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი). ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში, მოქალაქეს არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი საამქრო საცხოვრებელ სახლში ჰქონდა მოწყობილი. ტერიტორიიდან ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 5,6 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითში კი, მოქალაქეს არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი სახელმწიფო ტყეში ჰქონდა დამონტაჟებული. მიმდებარე ტეროტორიაზე დაილუქა წიწვოვანი სახეობის 3.5 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და 10 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი). ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა",- აღნიშნულია დეპარტამენტის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)