06:42 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-26 22:23:37, 455 ნახვა

მსოფლიო
ფიდანი - ნატოს მოკავშირეების მხრიდან სხვა მოკავშირეებზე სანქციების დაწესება სამხედრო ალიანსის არსს ეწინააღმდეგება

ნატოს მოკავშირეების მხრიდან სხვა მოკავშირეებზე სანქციების დაწესება ეწინააღმდეგება სამხედრო ალიანსის არსს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა ვარშავაში ვიზიტის დროს განაცხადა.

როგორც ფიდანმა აღნიშნა, მოკავშირეებს შორის, განსაკუთრებით თავდაცვის ინდუსტრიის სექტორში, სანქციები, შეზღუდვები და დაბრკოლებები მთლიანად უნდა მოიხსნას.

„ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ ერთმანეთზე სანქციების დაწესება არ შეესაბამება ალიანსის სულისკვეთებას. სანქციები და შეზღუდვები არა მხოლოდ გავლენას ახდენს მათ დაქვემდებარებულ მოკავშირე ქვეყანაზე, არამედ ძირს უთხრის ნატოს შემაკავებელ შესაძლებლობებს და თავდაცვის შესაძლებლობებს“, - განაცხადა ფიდანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics