06:50 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-26 10:45:27, 374 ნახვა

მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის ხელმძღვანელი ახალი ვადით დარჩება

ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურა ევროკომისიის ხელმძღვანელის ახალ ვადით შეთანხმდა. ამის შესახებ Politico ევროკავშირის სამთავრობო სტრუქტურებში წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი დაიკავებს. ის ჩაანაცვლებს ხოსეპ ბორელს, რომელიც ამ თანამდებობაზე 2019 წლის დეკემბრიდან იყო. ევროსაბჭოს პრეზიდენტი პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტონიო კოსტა იქნება. ეს თანამდებობა ადრე ჩარლზ მიშელს ეკავა.

27 ივნისს, ბრიუსელის სამიტზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ყველა მეთაურს წარუდგენენ ურუსლა ფონ დერ ლაიენის, კაი კალასისა და ანტონიო კოსტას კანდიდატურებს.

ევროპის სახალხო პარტია (EPP) 6-9 ივნისს გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში გამარჯვებული გამოვიდა. ამ არჩევნების შედეგად, ფონ დერ ლაიენი, რომელიც ეკუთვნის ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს (CDU), რომელიც არის EPP-ის ნაწილი, იღებს უფლებას ხელმძღვანელობდეს კავშირის აღმასრულებელ შტოს კიდევ ხუთი წლის განმავლობაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics