22:54 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-25 17:58:39, 366 ნახვა

პოლიტიკა
იონათამიშვილი - მდინარაძე ტელეკამერებთან გამოჩნდა და „ნაცმოძრაობის“ კლასტერს მძიმე დარტყმები მიაყენა - დღეს მათი ტელევიზიების საინფორმაციო საშუალებები გაიხსნა ამბით, რომ მდინარაძე აშშ-მა დაასანქცირა

თვენახევრიანი პოსტოპერაციული პაუზის შემდეგ მამუკა მდინარაძე ტელეკამერებთან გამოჩნდა და როგორც ჩვევია, გამოჩენისთანავე მძიმე დარტყმები მიაყენა ნაცმოძრაობის კლასტერს; სალომე ზურაბიშვილს თავისი სახელი დაარქვა; მათი ტელევიზიები და ჟურნალისტები სიცრუეში ამხილა, თანაც კონკრეტული უმყარესი არგუმენტებით. მოკლედ, რამდენიმე შედეგიანი პიარული დრიბლინგი ქონდა ორ დღეში!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი წერს.

იონათამიშვილის თქმით, "მამუკა მდინარაძის განცხადებები  ძალიან ეტკინათ ნაცებს და დღეს „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების საინფორმაციო საშუალებები გაიხსნა ამბით, რომ მდინარაძე ამერიკამ დაასანქცირა. მანვე აღნიშნა, რომ ნაცები ფეიკით ცდილობენ შეტევაზე გადმოსვლას".

„თვენახევრიანი პოსტოპერაციული პაუზის შემდეგ მამუკა მდინარაძე ტელეკამერებთან გამოჩნდა და როგორც ჩვევია, გამოჩენისთანავე მძიმე დარტყმები მიაყენა ნაცმოძრაობის კლასტერს; სალომე ზურაბიშვილს თავისი სახელი დაარქვა; მათი ტელევიზიები და ჟურნალისტები სიცრუეში ამხილა, თანაც კონკრეტული უმყარესი არგუმენტებით. მოკლედ, რამდენიმე შედეგიანი პიარული დრიბლინგი ქონდა ორ დღეში!  

ამას მაშინვე მოყვა შესაბამისი რეაქცია და დღეს ნაცმოძრაობის ტელევიზიების საინფორმაციო საშუალებები გაიხსნა ამბით, რომ მდინარაძე ამერიკამ დაასანქცირა!  

ამოცანა გვეკითხება, ნაცებს ძალიან ეტკინათ და ფეიკით აქეთ ცდილობენ შეტევაზე გადმოსვლას თუ ამხელა ზესახელმწიფო რეაგირებს მართლა ასე სწრაფად ნაცების გაბანძებაზე?! მეორე შემთხვევაში, ნაცმოძრაობის ტელევიზიებმა ასე სწრაფად საიდან გაიგეს? (თვითონ ამბობენ, მდინარაძეს ამჟამად ვიზა არა აქვს და წასვლას თუ ეცდება, მერე გაიგებს, მაგრამ ჩვენ უკვე ვიცითო ) მე მაინც პირველი ვერსიისკენ ვიხრები“, - წერს რატი იონათამიშვილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics