|
2024-06-25 12:55:00, 371 ნახვა
პოლიტიკა
1-ელ ივლისს, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ემიგრანტებისთვის უბნების გახსნის მოთხოვნით აქცია გაიმართება
"გახსენით უბნები ემიგრანტებისთვის! ნუ გვპარავთ ხმას!" - ამ ლოზუნგით, 1-ელ ივლისს, 12:00 საათზე პარტიების - "გირჩი - მეტი თავისუფლება", "დროა" ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია გაიმართება. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე, ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილმა ისაუბრა. "როგორც თქვენთვის ცნობილია, "გირჩი - მეტი თავისუფლებისა" და "დროას" გუნდმა შვიდი თვის წინ დაიწყო კამპანია, რომელიც ეძღვნებოდა საარჩევნო უბნების გახსნას მსოფლიოს მასშტაბით ჩვენი ემიგრანტებისთვის. საქართველოდან, არსებული ინფორმაციით, გასულია 1 მილიონ მოქალაქეზე მეტი. ჩვენ ამ კამპანიის ფარგლებში, მხარდაჭერა და აქტიური ჩართულობა მივიღეთ ჩვენი ემიგრანტებისგან. 90-ზე ქალაქში, ათობით ქვეყანაში გროვდებოდა ხელმოწერები და მსოფლიოს 35 ქალაქიდან შევიდა ოფიციალური მოთხოვნა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რათა გაეხსნათ მათთვის უბნები. სამწუხაროდ, ამ დრომდე საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხიც არ გაუცია და არავითარი მოქმედება არ დაუწყია. ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებით მოქმედ ხელისუფლებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ჩვენს მოქალაქეებს მოპარონ ხმა და წაართვან კონსტიტუციით განსაზღვრული მათი უფლება. ამიტომ, ჩვენ, "გირჩში - მეტი თავისუფლება" და "დროას" გუნდმა გადავწყვიტეთ, 1-ელ ივლისს, 12:00-ზე გავაკეთოთ აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ლეონიძის ქუჩაზე, რათა მოვთხოვოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და ხელისუფლებას, რომ გახსნას უბნები. კამპანია გაგრძელდება, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე მათი უფლებებისთვის და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ მილიონზე მეტ მოქალაქეს, ჩვენს მოქალაქეებს და თანამემამულეებს ჰქონდეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა",- განაცხადა პეტრიაშვილმა.
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)