22:54 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-24 22:58:12, 341 ნახვა

პოლიტიკა
შსს - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად საქართველო ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად საქართველო ადამიანით
ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს და ინარჩუნებს
ადგილს პირველ კალათაში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ექსპრესნიუსი" უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის 24
ივნისს გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში, რომლის თანახმად საქართველო
ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შეფასების უმაღლეს საფეხურზეა და
უკვე მე-9 წელია ინარჩუნებს ადგილს ე. წ. პირველ კალათაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ მთავრობის მიერ
გაძლიერდა სამართალდაცვითი ღონისძიებები ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის
მიმართულებით და პოზიტიურადაა შეფასებული სისხლის სამართლის კოდექსში
ტრეფიკინგის ჩადენისთვის დაწესებული სასჯელები.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ფუნქციონირებს ტრეფიკინგის
წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სპეციალიზებული დანაყოფები, მათ შორის,
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის შემადგენლობაში არსებული ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის
წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო და მისი 6 მობილური ჯგუფი, ასევე აჭარის
რეგიონში მოქმედი სპეციალისტთა ჯგუფი - ე.წ. TASK FORCE, რომელიც
დაკომპლექტებულია სპეციალიზებული გამომძიებლებითა და პროკურორებით.
დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული დანაყოფები ახორციელებენ ტრეფიკინგის
რისკ-ჯგუფში მყოფი ადგილების შემოწმებას (მათ შორის, ღამის კლუბების,
ბარების, კაზინოების და ა.შ.) ტრეფიკინგისა ფაქტების პროაქტიული გამოვლენის
მიზნით. ანგარიშში ასევე მიმოხილულია საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროსა და შრომის ინსპექციის მიერ ჩატარებული ერთობლივი
ინსპექტირებები.

დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს
პოლიციის აკადემიაში ტარდებოდა სხვადასხვა კურსები პოლიციელთათვის
ტრეფიკინგის საკითხებზე, აგრეთვე, მითითებულია, რომ საერთაშორისო
ორგანიზაციების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდებოდა
გამომძიებლების, პროკურორებისა და შრომის ინსპექტორების გადამზადება
ტრეფიკინგის დანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე.

ანგარიშს ტრადიციულად ახლავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ
მომზადებული რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავს ადამიანით ვაჭრობის
წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას სხვადასხვა მიმართულებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics