15:36 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-24 01:14:48, 426 ნახვა

მსოფლიო
დაღესტანში დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა; მათგან შვიდი პოლიციელია

დაღესტანში სინაგოგებზე, ეკლესიებსა და უშიშროების ძალებზე თავდასხმების შემდეგ შემოიღეს ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი. დერბენტში შვეულმფრენების და ჯავშანტრანსპორტიორების ვიდეო ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელებში, ქალაქის ცენტრს ელექტროენერგია მიეწოდება, ხოლო დერბენტში და მახაჩკალაში უსაფრთხოების ძალები შეიჭრნენ საცხოვრებელ კორპუსებში, სადაც თავდამსხმელები სავარაუდოდ თავს იკავებდნენ.

ვინ იყვნენ ისინი და რისი მიღწევა სურდათ, ჯერჯერობით უცნობია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოევიკებს შორის იყო დაღესტნის სერგოკალინსკის ოლქის უფროსის, მაგომედ ომაროვის ვაჟი (სხვა წყაროების მიხედვით, თავდასხმაში მონაწილეობა მიიღო მისმა ორმა ვაჟმა ოსმანმა და ადილმა). დაღესტნის პრესა ირწმუნება, რომ მაგომედ ომაროვმა გადადგომის შესახებ წერილი დაწერა, ხოლო იზვესტია და RBC თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ ომაროვი დააკავეს.

სოფელ სერგოყალას ცენტრში უცნობმა პირებმა პოლიციის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, ერთი ოფიცერი დაიჭრა, იუწყება დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტრო.

დაღესტნის მუფთიის ინფორმაციით, დერბენტსა და მახაჩკალაში დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა, მათგან შვიდი უსაფრთხოების ძალის წარმომადგენელია. დაშავდა კიდევ 25 ადამიანი. დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ მახაჩკალაში ოთხი თავდამსხმელი მოკლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics