15:49 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-21 09:14:09, 386 ნახვა

მსოფლიო
კირბი - რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთის შეშფოთებას უნდა იწვევდეს

რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთის შეშფოთებას უნდა იწვევდეს, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბის თქმით, ორ ქვეყანას შორის დადებული შეთანხმება ეწინააღმდეგება ჩინეთის მიდგომებს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შეშფოთებას ჩინეთიც გაიზიარებს, რადგან შეთანხმება, როგორც ჩანს, პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ განცხადებას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინ პინმა პეკინში ერთი თვის წინ გააკეთეს“, - განაცხადა კირბიმ.

კირბიმ ასევე განაცხადა, რომ გასულ თვეს ჩინეთი და რუსეთი უკრაინაში სიტუაციის მშვიდობიანი და დიპლომატიური დარეგულირების მომხრეები იყვნენ.

„ეს შეთანხმება ნებისმიერი ქვეყნის შეშფოთებას უნდა იწვევდეს, რომელიც ღელავს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოებაზე და თვლის, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებები უნდა იყოს განხორციელებული“, - განაცხადა უშიშროების საბჭოს სპიკერმა.

შეგახსენებთ, 19 ივნისს, ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთის ფედერაციას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics