|
2024-06-16 13:21:39, 420 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე მიშელის განცხადებაზე - საქართველოს კურსი ევროპული მომავალია
თბილისის მერი კახა კალაძე, ევროპულ გზაზე სვლის გაგრძელებასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების მიმართ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მოწოდებას ეხმაურება. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქართველოს კურსი ევროპულია და ამ გზაზე მიღწეული წარმატებები ქართველი ხალხის და "ქართული ოცნების" ერთობლივი დამსახურებაა. "საქართველოს კურსი ევროპული მომავალია. ამ გზაზე ჩვენმა ქვეყანამ თუ რამე წარმატებას მიაღწია, ეს ჩვენს მოსახლეობასთან ერთად, "ქართული ოცნების" დამსახურებაა. სხვა გზა მე არ ვიცი. მსგავსი მიზანმიმართული სპეკულაციები და განცხადებები არის სიცრუე და იმ ბინძური კამპანიის ნაწილი, რომელიც "გამჭვირვალობის კანონთან" დაკავშირებით, მთელი თვეების განმავლობაში არსებობდა",- განაცხადა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, "იგივე სიცრუის კამპანია" უახლოეს წარსულში, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებითაც "მუშაობდა". "სამწუხაროდ, იგივე სიცრუის კამპანია იყო სააკაშვილთან მიმართებით, ყოველდღე რომ კვდებოდა, ვინ არ იყო ჩართული აღნიშნულ კამპანიაში. შეგიძლიათ, მოიძიოთ სახელები და გვარები, რომლებიც აკეთებდნენ სამარცხვინო განცხადებებს და ტოლობის ნიშანს სვამდნენ სააკაშვილის გათავისუფლებასა და კანდიდატის სტატუსის მიღებას შორის. საოცარი პერიოდი გამოვიარეთ. სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება ეს ზეწოლა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველოში მშვიდობა შენარჩუნდება. ვერავინ შეძლებს იმას, რომ საქართველომ გაიზიაროს უკრაინის ბედი",- აღნიშნა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)