|
2024-06-16 12:10:25, 618 ნახვა
პოლიტიკა
კალასი - ესტონეთი დგას ქართველი ხალხის გვერდით და მხარს უჭერს მათ აშკარა სურვილს, იყვნენ ევროპის ნაწილი
ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას,- ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს. კალასი, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელ X-ზე ასევე წერს, რომ ესტონეთი მხარს უჭერს ქართველებს, იყვნენ ევროპის ნაწილი. "უკრაინის მშვიდობის სამიტზე, საქართველოს ევროპულ მომავალზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ვისაუბრე. ესტონეთი დგას ქართველი ხალხის გვერდით და მხარს უჭერს მათ აშკარა სურვილს, იყვნენ ევროპის ნაწილი",- დაწერა კალასმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტს ესწრება. პრეზიდენტმა სამიტის ფარგლებში არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გამართა, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან, ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარ ჯოზეფ ბორელთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)