01:46 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-16 11:36:35, 467 ნახვა

პოლიტიკა
ლაიენი - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს EU-ის მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედოს

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს საქართველოს EU-ის მისწრაფებების შესაბამისად,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ლაიენმა, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელ X-ზე განცხადება გამოქვეყნა და ზურაბიშვილს ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა.

"მადლობა, სალომე ზურაბიშვილო, თქვენი ლიდერობისთვის. მე ღრმად პატივს ვცემ თქვენს ერთგულებას საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ. ქართველი ხალხის უმრავლესობა ამ გზას მხარს უჭერს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს EU-ის მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედოს",- წერს ლაიენი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტს ესწრება. პრეზიდენტმა სამიტის ფარგლებში არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გამართა, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან, ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარ ჯოზეფ ბორელთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics