|
2024-06-15 12:01:27, 467 ნახვა
პოლიტიკა
უთხარი არა „ქართული ოცნების“ ვიზიტს ბერლინში! არა რუსულ რეჟიმს! - 21 ივნისს ბერლინში აქცია გაიმართება
უთხარი არა „ქართული ოცნების“ ვიზიტს ბერლინში! არა რუსულ რეჟიმს!, - ბერლინში, 21 ივნისს, 15:00 საათზე, სასტუმრო "ადლონის" მიმდებარე ტერიტორიაზე ქართველი აქტივისტების გაერთიანება ევროპაში, "გზა" აქცია გაიმართება. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, მათ ამ აქციით უნდათ შეახსენონ ხელისუფლებას, რომ მათი ადგილი ევროპაში არ არის. "გააგონე შენი ხმა სასტუმრო ადლონში შექოცებულ ოცნებას! საქართველოს მთავრობა უტიფრად აგრძელებს ქვეყნის საბოტაჟს. მათ ქვეყანა მიჰყავთ იზოლაციისკენ და საფრთხეში აყენებენ ქვეყნის ევროპულ მომავალს. ამ დროს კი განაგრძობენ ევროპულ ვიზიტებს, რომლის ფარგლებში ისინი 21 ივნისს ბერლინს ეწვევიან , რათა აღნიშნონ ეროვნული დღესასწაული, მაშინ, როდესაც პოლიტიკურად ყველაზე წყნარი პერიოდია და გერმანელი პოლიტიკოსების უმრავლესობა არ იმყოფება დედაქალაქში. Ჩვენ ჩვენი აქციით გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ რუსული რეჟიმის ქართულ ოცნებას, რომ მათი ადგილი არ არის ევროპაში,რადგან მათ უარი თქვეს ჩვენი ქვეყნის დასავლურ მომავალზე და უღალატეს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს! 21 ივნისს 15 საათზე სასტუმრო ადლონთან ახლოს, მისამართზე - Unter der Linden 76, ვიკრიბებით, რათა ერთად გავაპროტესტოთ მოღალატეთა ვიზიტი და არ მივცეთ საშუალება კომფორტულად იყონ იქ, სადაც ისინი მტრებს ხედავენ", - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)