09:40 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-15 10:25:50, 369 ნახვა

მსოფლიო
G7 - რუსეთმა უკრაინას ზიანის ანაზღაურების სახით 486 მილიარდი დოლარი უნდა გადაუხადოს

რუსეთმა უკრაინას ზიანის ანაზღაურების სახით 486 მილიარდი დოლარი უნდა გადაუხადოს. ამის შესახებ იტალიაში გამართული სამიტის შემდეგ, "დიდი შვიდეულის" ქვეყნებმა განაცხადეს.

განცხადების მიხედვით, თანხა მსოფლიო ბანკის თებერვლის დათვლის მონაცემებს ეფუძნება . 

"დიდი შვიდეული" შეთანხმდა, რომ ამ ქვეყნებში რუსული აქტივები გაყინული დარჩება მანამ, სანამ მოსკოვი არ შეწყვეტს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და არ აანაზღაურებს მიყენებულ ზარალს.

"ჩვენ ვაგრძელებთ და უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას, მათ შორის გაეროს წესდებას და საერთაშორისო წესრიგის საფუძვლად არსებულ ფუნდამენტურ პრინციპებს", - განაცხადეს G7-ის ქვეყნებმა. 

G7-ის ქვეყნებმა ასევე დაგმეს რუსეთის "უპასუხისმგებლო და მუქარისშემცველი ბირთვული რიტორიკა".

მათივე გადაწყვეტილებით, გაყინული რუსული აქტივებიდან უკრაინას სესხის სახით 50 მილიარდი დოლარი გადაეცემა. 

აღსანიშნავია, რომ დასავლეთის ქვეყნებში, დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის რუსული აქტივებია გაყინული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics