|
2024-06-14 16:43:32, 370 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ყველა ვთანხმდებით, რომ ამ არჩევნებზე ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება
ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, მათ შორის ამ დისკუსიაზეც ყველა ვთანხმდებით, რომ ამ არჩევნებზე წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საქართველოს უნივერსიტეტში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია ცნობილია საზოგადოებისთვის, პარტიისთვის გამარჯვების უტყუარი ფორმულა პროევროპული ძალების გაერთიანებაში მდგომარეობს. "ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, მათ შორის ამ დისკუსიაზეც ყველა ვთანხმდებით, რომ ამ არჩევნებზე წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი და ჩვენი ევროპული არჩევანი არის გადასარჩენი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია ცნობილია საზოგადოებისთვის, ჩვენ მიგვაჩნია, რომ გამარჯვების უტყუარი ფორმულა მდგომარეობს პროდასავლური, დემოკრატიული, პროევროპული ძალების გაერთიანებაში და ამიტომ როგორც ყველაზე მძლავრი ოპოზიციური პარტია, ჩვენ ძალიან მოწადინებული ვართ, რომ ეს ერთობა შედგეს. იცით, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს დისკუსიები ამ თემაზე და მე იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში სწორედ ამ გამარჯვების გზას აირჩევენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც, რომლებსაც დღეს შეიძლება გარკვეული სკეპტიკური დამოკიდებულებები ჰქონდეთ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)