|
2024-06-13 10:13:04, 313 ნახვა
ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს ბრიტანელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის Swirl Wine Group ორგანიზებით, ღვინის პროფესიონალების 12-კაციანი ჯგუფი საქართველოში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ბრიტანელი იმპორტიორების, საცალო მოვაჭრეების, ბაიარებისა და სომელიეებისგან შემდგარი ჯგუფის წევრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთში ეწვივნენ, სადაც სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო დააგემოვნეს. თბილისში გამართულ სპეციალურ დეგუსტაციაზე ბრიტანელი სტუმრები 20 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოს გაეცნენ. „აღფრთოვანებული ვიყავი ქართული ღვინის ისტორიით; ამიტომ, წარმოდგენა მქონდა ქართული ტრადიციული წესით ქვევრში დაყენებულ ღვინოზეც. საქართველოში მართლაც საუცხოო ღვინოებია, აქ არიან საუკეთესო ღვინის მწარმოებლები, რომლებიც ღვინოს ჯერ კიდევ უნარჩუნებენ ქართულ ორიგინალურ, ავთენტიკურ სახასიათო თავისებურებას. ახლა მე შემიძლია, სახლში დაბრუნებულმა, ჩემს ხალხს გავაცნო ქართული ღვინო, რომელიც აქ აღმოვაჩინე“, - აღნიშნა ჯგუფის წევრმა, მაიკ ბოინმა. დიდი ბრიტანეთი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული ბაზარი. დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის მაგისტრის, სარა ებოტის კომპანიასთან „Swirl Wine Group LTD“ 2015 წლიდან თანამშრომლობს. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ბრიტანეთში ექსპორტირებული იყო 142 ათასი ლიტრი ღვინო; ზრდამ, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12% შეადგინა.
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
სელფი მობაილი შრომისა და ღირსეული სამუშაოს სამოქმედო პლატფორმის თანათავმჯდომარეა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)