21:54 - 08 May, 2026
|
2024-06-12 13:58:55, 534 ნახვა
პოლიტიკა
მოსკოვის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ რუსუდან ივანეიშვილს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა
მოსკოვის ბასმანის სასამართლომ ქართული ეროვნული ლეგიონის სამხედრო მოსამსახურეს, რუსუდან ივანეიშვილს, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია TASS სასამართლო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, რუსუდან ივანეიშვილს ბრალი დაუსწრებლად რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლით წაუყენეს, რაც შეიარაღებულ კონფლიქტში, დაქირავებულის მონაწილეობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, ივანეიშვილი 2022 წელს შეუერთდა ქართულ ეროვნულ ლეგიონს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)