03:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-12 13:00:05, 353 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე სლოვაკ კოლეგას შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე, სლოვაკეთის შრომის, სოციალური საკითხებისა და ოჯახის მინისტრს, ერიკ ტომაშს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

„განიხილეს საქართველოში, სოციალური დაცვისა და შრომის პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარე რეფორმები და ამ კუთხით, პარტნიორობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

მიხეილ სარჯველაძემ, სლოვაკ კოლეგას, საქართველოს სოციალური დაცვის სისტემის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ მთავრობის პრიორიტეტი, მდგრადი, სოციალური დაცვის სისტემის ჩამოყალიბებაა. იმსჯელეს შრომის უსაფრთხოების საკითხებსა და სტანდარტებზე. მიხეილ სარჯველაძემ, სლოვაკეთთან პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მიმდინარე რეფორმების განხორციელებისას, სლოვაკეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics