|
2024-06-11 17:03:48, 434 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი აქუბარდიას - თქვენს კოლეგებს კეფაში ტყვიით რომ ემუქრებოდნენ, ტაშს უკრავდით
როდესაც ტერორით დაკავებული არიან ორგანიზაციები და კონკრეტულად ეს ადამიანი, ორგანიზაცია "სირცხვილია", JamNews-ი თქვენს კოლეგებს კეფაში ტყვიით რომ ემუქრებოდნენ, თქვენ ტაშს უკრავდით ამ ადამიანებს, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას, რომელმაც აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე განხორციელებულ თავდასხმაზე ისაუბრა და პაპუაშვილს ჰკითხა, მომხდარის გამო, გრძნობდა თუ არა საკუთარ პასუხისმგებლობას. პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, რომ ყველა, "ვინც ტერორში იქნება ჩართული, იქნება მხილებული". "სამარცხვინო ტყუილები ისმოდა თქვენგან, რა მოწოდებაზე საუბრობთ? არ გრცხვენიათ? დიახ, როდესაც ტერორით დაკავებული არიან ორგანიზაციები და კონკრეტულად ეს ადამიანი, ორგანიზაცია "სირცხვილია", JamNews-ი თქვენს კოლეგებს კეფაში ტყვიით რომ ემუქრებოდნენ, თქვენ ტაშს უკრავდით ამ ადამიანებს, ამას დაუფიქრდით, თუ შეიძლება", - მიმართა პაპუაშვილმა აქუბარდიას. შეგახსენებთ, დღეს, 11 ივნისს სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბერძენიშვილი სამედიცინო დაწესწებულებაშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება. თავდასხმის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია სოციალურ ქსელში სალომე ბარკერ ნიკოლეიშვილმა გაავრცელა. როგორც ის წერდა, მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში „პოსტი“ გამოაქვეყნა, ბერძენიშვილს 3 ადამიანი დაესხა თავს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)